Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2017

ზღვა რომელიც შორია

      photo :  Aurélien Villette   ‘’ზღვა, რომელიც შორია’’. ამ სათაურით ასრულებს ლექტორი სემესტრს, წიგნს ხურავს და გვეუბნება: აღწერეთ და გადმოეცით თქვენ გონებაში არსებული ზღვა,რომელიც შორია. მომაკვდინებელი ემოციები და მოგონებები,რომელიც არასდროს მტოვებდნენ, აი რა იყო ის, რაზეც მე ვფიქრობდი. მოვკიდე ჩანთას ხელი და გარეთ გამოვედი. შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ დღეს, მრავალჯერ ავლილ აღმართს მივუყებოდი. ფოთოლთა ჯარს ფეხით ვთელავდი და გზას ვიკვალავდი. ამ ხმამ ნანატრი ზღვის ხმაური მომაგონა... - ბურთი გადმომიგდე, ჩემი ჯერია. - დავიყვირე. - აქ მე ვწყვეტ ვინ ითამაშებს დიდხანს. - მითხრა ამრამ. - ბურთი დათოსია, დათო კიდე ჩემი მეგობარია, თან ჩემი სახლის წინ ვართ. მე კარგად ვიცი სროლა. - ახლა უფრო მშვიდად და გაბედულად ვუპასუხე ჭორფლის სახიან ამრას. ბურთი ტალახში მოისროლა, კბილი კბილს მაგრად დააჭირა, სახე სიმწრისგან აენთო, წინ დამიდგა და ირონიულად მითხრა: - შენი სახლის წინ? ეს სახლი მალე ჩემი გახდება. ახლა ეს ბურთი აიღე და ითამაშე სანამ დრო გაქვს. ეს თქვა და წავიდა. დავიბენი, ვერ მივხვდ